Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

სტრატეგიული დაგეგმვა

ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობის გააზრებაში, დაგეგმვის პროცესის ეფექტურად წარმართვასა და ეფექტიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიღებაში. დღესდღეობით ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის კონკურენტულ ბაზარზე ადგილის შენარჩუნება და მუდმივი განვითარების უზრუნველყოფა სტრატეგიული მენეჯმენტის გარეშე საკმაოდ რთულია. სტრატეგიული მართვის განხორციელება კი წარმოუდგენელია სტრატეგიული გეგმის გარეშე. შესაბამისად, მონაწილეები ტრენინგის ფარგლებში შეისწავლიან სტრატეგიული დაგეგმვის საფუძვლებს, ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს.

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 3 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • რა არის სტრატეგიული დაგეგმვა?;
  • დაგეგმვის მნიშვნელობა;
  • დაგეგმვის მასშტაბი და ეტაპები;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის თანამედროვე მიდგომები;
  • რა არის სტრატეგიული დაგეგმვა?;
  • ინტერვენციის ლოგიკის აგება, სტრატეგიული მიდგომებისა და მიზნების ფორმულირება;
  • როგორ განვავითაროთ კრეატიული აზროვნება?;
  • მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.