Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

თემთან მუშაობა

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს თემთან მუშაობის პრინციპების გააზრებაში და შესაბამისი უნარების განვითარებაში. ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გააანალიზებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლს თემის განვითარებაში, იმსჯელებენ თემთან მუშაობის მნიშვნელობაზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე. მონაწილეები, აგრეთვე, გავარჯიშდებიან მეთოდების გამოყენებაში, რომლებიც დაეხმარება მათ თმთან კომუნიკაციასა და შესაბამისი სამუშოების წარმართვაში.
ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული და არარეგისტრირებული სათემო ჯგუფებისთვის.

მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • სამოქალაქო/საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მათი როლი განვითარებაში;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების ტიპები და მათი მოქმედების სფეროები;
  • თემის განვითარება – მიზნები და ამოცანები;
  • სათემო ჯგუფები, ლიდერი და მისი როლი თემის განვითარებაში;
  • თემთან მუშაობის საფეხურები;
  • ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;
  • სათემო შეხვედრის ორგანიზება;
  • თემთან მუშაობის სირთულეები და გამოწვევები.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.