Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი – CSR ანგარიშგება და CSR აქტივობების კომუნიკაცია

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს იწვევს ტრენინგზე „CSR ანგარიშგება და CSR აქტივობების კომუნიკაცია“.

რატომ არის მნიშვნელოვანი CSR ანგარიშგება და CSR კომუნიკაცია ?

თუ თქვენ ბიზნეს სექტორში ხართ დასაქმებული, ესე იგი თქვენი საქმიანობით ახდენთ ზეგავლენას უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე. რასაც არ უნდა აკეთებდეს თქვენი ბიზნესი, რა პროდუქტსაც არ უნდა ქმნიდეს და რა მომსახურებასაც არ უნდა უწევდეს მომხმარებელს, თქვენ გაქვთ ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე. ხანდახან ეს არის პირდაპირი ზეგავლენა, მაგალითად პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს უმარტივებს ცხოვრებას. ზოგჯერ კი ეს არის არაპირდაპირი, მაგალითად ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს ხელს უწყობს ხაზი გაუსვას საკუთარ იმიჯს. რათქმაუნდა ყველა ზეგავლენა დადებითი არ არის, ზოგჯერ ზეგავლენა შეიძლება იყოს უარყოფითიც. მაგალითად ბუნებრივი რესურსების არასწორად გამოყენება ან შრომითი პირობების დარღვევა.

ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესი ანგარიშვალდებულია დაინტერესებული მხარეების წინაშე (ინვესტორები, თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები და ა.შ.).
2017 წელს, KPMG-მ მსოფლიო მასშტაბით ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ დიდი კომპანიების 93% თავს ვალდებულად მიიჩნევს ყოველწლიურად გამოაქვეყნოს მდგრადი განვითარების/CSR ანგარიში.

სულ უფრო იზრდება იმ ინვესტორთა რაოდენობა, რომლებიც ინვესტიციების ჩადების დროს ითვალისწინებენ მდგრადი განვითარების ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციას. პასუხისმგებელ ინვესტიციების რაოდენობამ 2016 წელს 23 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

პროფესიონალთა უმეტესობას ურჩევნია დასაქმდეს ისეთ კომპანიაში, რომელიც პასუხისმგებელი და გამჭირვალეა. კვლევები აჩვენებს, რომ მილენიალთა 76% სამსახურის შერჩევის დროს ითვალისწინებენ კომპანიის სოციალურ და გარემო პასუხისმგებლობებს.

აღმოსავლეთ ევროპაში დიდი კომპანიათა 65%, ხოლო დასავლეთ ევროპაში 82% აქვეყნებს მდგრადი განვითარების/CSR ანგარიშს. თუმცა უკვე 2018 წლიდან ყველა დიდი კომპანია, ევროკავშირის რეგულაციების თანახმად, ვალდებული გახდა გამოაქვეყნოს ამ ამ ტიპის ანგარიში.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც აქვეყნებს მდგრადი განვითარების/CSR ანგარიშს.

ვისთვის არის ტრენინგი ?

ტრენინგი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ განავითარონ საკუთარი ბიზნესი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და იზრუნონ ქვეყნის კეთილღეობაზე, აწარმოონ CSR/მდგრადი განვითარების ანგარიში და სწორი კომუნკაცია დაამყარონ დაინტერესებულ მხარებთან.

რა საკითხებს მოიცავს ტრენინგი ?

22 ივნისის ტრენინგზე მონაწილეები გაიგებენ უფრო მეტს იმის შესახებ თუ რატომ, ვისთვის და როგორ უნდა დაიწეროს მდგრადი განვითარების/CSR ანგარიში. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

რას ნიშნავს CSR და მდგრადი განვითარების ანგარიშგება; რატომ უნდა გამოაქვეყნოს კომპანიამ CSR ანგარიში ? (ანგარიშის დადებითი გავლენა კომპანიის იმიჯზე; CSR ანგარიში როგორც კომუნიკაციისა და მენეჯმენტის ინსტრუმენტი);

CSR ანგარიშისთვის სტრუქტურის აწყობა;

CSR ანგარიშისთვის ძირითადი თემების გამოვლენა;

CSR ანგარიშისთვის საინტერესო და სახალისო ფორმატის შერჩევა;

ვინ არის ტრენერი ?

ელენ კოენს ბიზნესის მდგრადი განვითარების მართვისა და კონსულტაციის კუთხით 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 8 წელი იყო ევროპის Procter and Gamble-ს მოწოდების ჯაჭვის აღმასრულებელი მენეჯერი, და 8 წელი ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ვიცე პრეზიდენტი Unilever-ში. 2005 წლის შემდეგ ელენი სტრატეგიულ კონსულტაციას უწევს და ატარებს ტრენინგებს CSR ანგარიშგების შესახებ. ელენი რეგულარულად წერს ბლოგებს CSR-ისა და მდგრადი განვითარების თემებზე, ხშირად იწვევენ კონფერენციებზე როგორც სპიკერს და დაწერილი აქვს სამი წიგნი მდგრად განვითარებაზე. Trust Across America-მ ელენი სანდო ბიზნესების ინტელექტუალური ლიდერების ასეულში დაასახელა და მიანიჭა ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო.

ტრენინგის პირობები

ტრენინგის ფორმატი: შედეგზე ორიენტირებული სესიები, რომელთა ფარგლებში სალექციო ფორმატს შეენაცვლება ჯგუფური დავალებები, დისკუსიები და სავარჯიშოები.
ადგილების რაოდენობა: 20.

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: ტრენინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისთვის (CSR მენეჯერის პოზიცია ან კომპანიის CSR პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი) ერთი კომპანიიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის მონაწილეობა.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო „ბეტსი“ კ.მაყაშვილის 32/34
თარიღი და ხანგრძლივობა: 22 ივნისი 2018.
ტრენინიგი გაგრძელდება 1 სრული დღე. (10სთ-18სთ)
სამუშაო ენა: ინგლისური.

მონაწილეობის ღირებულება: 100 ლარი. აღნიშნული სიმბოლური გადასახადი, რომელიც ტრენინგის ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, მოხმარდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისკენ მიმართულ შემდგომ ღონისძიებებს.

მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ:
1. შევსებული განაცხადი:
განაცხადის ფორმა

2. კომპანიის ხელმძღვანელის ან მონაწილის უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერის წერილი:
მხარდაჭერის წერილის ფორმა

მონაწილეთა შერჩევს პროექტის ორგანიზატორთაგან დაკომპლექტებული საბჭო წარმოდგენილი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე. შერჩევის ძირთადი კრიტერიუმი იქნება კომპანიის მიმიდინარე CSR პროგრამების ხასიათი და სამომავლო გეგმები, აპლიკანტის ხედვა და საკითხის გააზრება.
შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზაცია გაუგზავნის საბანკო ანგარიშს. მხოლოდ ტრენინგის საფასურის სრულად დაფარვის შემთხვევაში რეგისტრაცია ჩაითვლება დასრულებულად.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 5 ივნისი 2017.
შევსებული განაცხადები და თანმხლები მხარდაჭერის წერილი გადმოაგზავნეთ მისამართზე: elene@csrdg.ge

ტრენინგის ორგანიზატორია ‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” . ტრენინგი ეწყობა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.