ტრენინგი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. ტრენინგების ციკლის დასრულების შემდგომ, 2018 წლის თებერვალში, გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი ქართული რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისათვის.

ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 23-26 იანვარს, ქობულეთში. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმრო და კვება. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

გაითვალისწინეთ:

ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია! ტრენინგი ჩაუტარდება სულ 60 ადამიანს, რომლებიც დაიყოფიან 15-კაციან ჯგუფებად, ინტერესების მიხედვით. შევეცდებით, რომ ჯგუფში გავაერთიანოთ მსგავსი ინტერესების მქონე მონაწილეები და თითოეული ჯგუფის ტრენინგის თემატიკა მათ ინტერესებს მივუსადაგოთ.

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 2018 წლის 10 იანვრის ჩათვლით. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება! უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც განაცხადი უფრო ადრე შეავსო.

დაშვებულია ტრენინგში მონაწილეობისთვის ერთი ორგანიზაციის მიერ ერთზე მეტი მონაწილის გამოგზავნა/დარეგისტრირება. თუმცა საბოლოოდ, მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციის მიერ პირველად დასახელებულ წარმომადგენელს.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთხოვთ შეავსონ შემდეგი განაცხადი

(იხ. ბმული,
ან: https://goo.gl/forms/CucoNoMMXyOPrrIu2)
და აირჩიონ შემოთავაზებულიდან ის სესიები, რომელიც მათ ორგანიზაციას გამოადგება ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირებისთვის.

პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *