Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თაობაზე

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.

ტრენინგი ჩაუტარდება სულ 60 ადამიანს, რომლებიც დაიყოფიან 15-კაციან ჯგუფებად. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 დღე.

ტრენინგის განრიგი:

    • 16 ოქტომბერი – 19 ოქტომბერი;
    • 30 ოქტომბერი – 2 ნოემბერი;
    • 13 ნოემბერი – 16 ნოემბერი;
    • 4 დეკემბერი – 7 დეკემბერი.

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ოქტომბერი.
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება! უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც განაცხადი უფრო ადრე შეავსო.

დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა

ტრენინგის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული ტრენინგი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.