Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს საზოგადოებრივი ორგანიზციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თემაზე.

გაითვალისწინეთ: ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია! ტრენინგი ჩაუტარდება სულ 45 ადამიანს, რომლებიც დაიყოფიან 15-კაციან ჯგუფებად. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 დღე.

ტრენინგის განრიგი:

  • 19 – 22 მარტი;
  • 2 – 5 აპრილი;
  • 16 – 19 აპრილი;

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 2019 წლის 26 თებერვლიდან – 11 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

ტრენინგის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული ტრენინგი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.