Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება”

სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების და სათემო განვითარების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებისათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იწვევს სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების და სათემო განვითარების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგების – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება” პირველ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგი საკითხების შესახებ:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობა; კავშირი ორგანიზაციის ეფექტურობასთან
  • ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ფაზები
  • მონაწილეობის მცნება და მისი დონეები
  • ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრაქტიკული ინსტრუმენტები

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა:

    • სათემო ორგანიზაციებს და/ან საინიციატივო ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა ფარავს კონკრეტული სოფლის, დაბის ან უბნის მაშტაბს და ამ თემში მაცხოვრებელი მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული;
    • საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, რომლებიც თემის დონეზე (მეტწილად სოფლად) ახორციელებენ საქმიანობას და/ან სათემო ტიპის პროექტებს.

გაითვალისწინეთ:
ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია! თითოეულ ტრენინგზე მონაწილეობას მიიღებს სხვადსახვა სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების მაქსიმუმ 16 წარმომადგენელი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 3 აპრილიდან – 10 აპრილის ჩათვლით. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!

იხილეთ, კონკურსის პირობები, განაცხადის ფორმა

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.