Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება”

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იწვევს სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგების – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება” პირველ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგი საკითხების შესახებ:

    • საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობა; კავშირი ორგანიზაციის ეფექტურობასთან;
    • ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ფაზები;
    • მონაწილეობის მცნება და მისი დონეები;
    • ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრაქტიკული ინსტრუმენტები;

იხილეთ, ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 12 მარტიდან – 23 მარტის ჩათვლით. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!

რეგისტრაციის ფორმა

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.