Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ვებ დეველოპერის ვაკანსია

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს http://www.asocireba.ge-ს გაუმჯობესებისა და ოპერირებისთვის ვებ-დეველოპერის პოზიციაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს.

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • CV
  • ტექნიკური დავალების განხორციელების ხედვა
  • მომსახურების ღირებულება ლარში
  • ტექნიკური დავალების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია: პორტფოლიო და სარეკომენდაციო წერილები (დეტალები იხ. ტექნიკურ დავალებაში)

კონკურსის ვადაა 16 აპრილის 18:00 საათამდე.

ტექნიკური დავალება იხილეთ ბმულზე.

აღნიშნული ვაკანსია ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.