Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.



 საგრანტო კონკურსი „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება.”

კონკურსის მიზანია: იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

კონკურსის ამოცანაა: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ან რეგიონული განვითარების სტრატეგიებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით. ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა. თანაგანმცხადებელს შეუძლია კონკურსში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტში იყოს ჩართული.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, PDF ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 16 დეკემბერი, 18:00 საათი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:
– დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com
– დაგვირეკოთ (995 32) 2 39 90 19
საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.
კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება CSRDG-ის ვებსაიტზე.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელი კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.