Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ხარისხის მართვისთვის საჭირო დოკუმენტები ხანდაზმულთა 24 საათიანი ზრუნვის მომსახურებისთვის

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ხარისხის მართვისთვის საჭირო დოკუმენტები ხანდაზმულთა 24 საათიანი ზრუნვის მომსახურებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარებისთვის, მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს ხშირად აქვთ ხარისხის მართვისთვის საჭირო დოკუმენტების დეფიციტი. ჩვენ მიერ ატვირთული ფაილები დაგეხმარებათ მომსახურების ხარისხის მართვის სისტემების განვითარებაში, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების მიდგომით.

აქ შეგიძლიათ ნახოთ:

• მომსახურების ხარისხის მართვის სახელმძღვანელო.
• შემთხვევის მართვის სახელმძღვანელო.
• მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და გზამკვლევი.
• ბენეფიციართა შეფასების და უკუკავშირის სხვადასხვა ინსტრუმენტი და ფორმა.
• ხარისხის მართვის ინდიკატორები.
• და სხვა დოკუმენტები, უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებისთვის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ექსპერტებთან, პარტნიორ, და გრანტის მიმღებ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის  უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ღია საინფორმაციო-ექსპერტულ ბაზას, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას. ამასთანავე, საკითხის მნიშვნელოვნების, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების დაინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით, აღნიშნული დოკუმენტების ჩამოტვირთვა და გამოყენება შეგეძლებათ სრულიად უსასყიდლოდ. გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ დოკუმენტის დასახელება და ავტორები.

ჩვენ გვჯერა რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ორგანიზაციების ურთიერთმხარდაჭერით და ღია, ბენეფიციარებზე ორიენტირებული ურთიერთობებით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების ცხოვრების ხარისხის და უფლებრივი სტატუსის გაუმჯობესებაში.

დოკუმენტები

დოკუმენტების/ინსტრუმენტების სამუშაო ვერსიების მისაღებად, ასევე ამ საკითხებზე დამატებითი საკონსულტაციო მომსახურებისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: ssdp.csrdg@gmail.com

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.