Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

„უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” იწვევს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თანამშრომლობის ინტერესის გამოსახატად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში.

თანამშრომლობა მოიცავს ორგანიზაციების ბაზაზე სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.

დეტალური ინფორმაცია ცენტრების საქმიანობის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია მოცემულ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი, 2021 წელი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ: csrdgskills4jobs@gmail.com

შერჩევის პროცესში, შესაძლოა, დაინტერესებულ ორგანიზაციებს ეთხოვოთ, დამატებით ინფორმაციის/მასალების მიწოდება.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრას Zoom პლატფორმის საშუალებით, რომელიც გაიმართება 2 მარტს, 12:00 სთ-ზე.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ბმული

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.