ჩვენი საიტები
GE

6 მაისს, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნა

6 მაისს, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნა

ჩვენ, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მხარდაჭერილმა ორგანიზაციამ, წარმოვადგინეთ ჩვენი საქმიანობა და ის შედეგები, რომლებსაც მოაქვთ დადებითი ცვლილებები და კეთილდღეობა როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებასთვის.

2012 წლიდან დღემდე ევროკავშირის მხარდაჭერით 9 პროექტი განვახორციელეთ, აქედან 5 მიმდინარეა.

შედეგად, შევძელით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა:

  • კარგი მმართველობა
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება
  • თემის განვითარება
  • სოციალური მეწარმეობა
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
  • მომხმარებლის უფლებების დაცვა
  • ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • სოციალური მომსახურების განვითარება
  • უნარების გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა

ევროკავშირის მხარდაჭერით გავეცით 170 გრანტი და 3,500,000 ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის მხარი დავუჭირეთ:

118 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, სათემოს საინიციატივო ჯგუფსა და სათემო ორგანიზაციას;

52 სოციალურ საწარმოს.

ევროპის დღეს ასევე წარმოდგენილი იყვნენ ჩვენი და ევროკავშირის მხარდაჭერილი სოციალური საწარმოები და ორგანიზაციები:

  • სტემ სფეისი
  • სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკი
  • ენების ლაბორატორია
  • ჩუ ••• 
გაზიარება