ჩვენი საიტები
GE

ევროინტეგრაციის ხელშეწყობა

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (EUGAA) ხელმოწერის დღიდან, CSRDG ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მრავალმხრივ ჩართულობას შეთანხმების დროული და სათანადო განხორციელების მონიტორინგსა და ადვოკატირებაში.

მიმართულების მიზნია, საზოგადოებამდე მიტანა იმისა, თუ კონკრეტულად რა ვალდებულებებს ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმება. ვინაიდან აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებამ აკონტროლოს ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესი და მოსთხოვოს ხელისუფლებას მისი სათანადო შესრულება, აუცილებელია მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში.

2017-2020 წლებში ჩვენ შევიმუშავეთ ასოცირების შეთანხმების შესრულების 13 ექსპერტული შეფასება, ჩავატარეთ 24 ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების 500-მდე წარმომადგენლისთვის, ევროასოცირების შეთანხმების 30-მდე თემაზე, მოვამზადეთ 36 მოკლე განმარტებითი ვიდეო ასოცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ადგილობრივ/რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გავეცით 31 გრანტი. თუმცა, მთავარი გამოწვევა გახლდათ ასოცირებასთან დაკავშირებული რეფორმების ხასიათი, რომელთა თარგმნას მუნიციპალურ დონეზე კონკრეტულ ქმედებებში საკმაო დრო სჭირდება.

მიმართულების ძირითადი საქმიანობები:

მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მიმართულების ვებგვერდს

მიღწევები და შესაძლებლობები

2014

წლიდან ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად

24

სამ დღიანი სამუშაო შეხვედრა

450

გადამზადებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი

31

ორგანიზაციამ მიიღო საგრანტო მხარდაჭერა

სიახლეები

team

კვლევის ანგარიში "კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის მონიტორინგი და შეფასება"

CSRDG-ის მხარდაჭერით, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, "ახალგაზრდა...

22.08.2022 სრულად ნახვა
  • news image
    საგრანტო კონკურსი - "ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება"
იხილეთ მეტი

საინფორმაციო რესურსები

სოციალური მეწარმეობა ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის

ევროინტეგრაციის ხელშეწყობა

VƏTƏNDAŞ VƏ İQTİSADİYYAT Şagirdlər üçün çalışmalar əftəri IX-XI siniflər üçün

ევროინტეგრაციის ხელშეწყობა