ჩვენი საიტები
GE

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მისიაა, კარგი მმართველობის, სტაბილური და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. 

ორგანიზაციის სტატეგიული მიზანი და ხედვა

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრად განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას. კერძოდ, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის გზით.

 

დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით, როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეზე. დღეს, აღნიშნული სტრატეგიული მიმართულების ქვეშ ერთიანდება რვა თემატური მიმართულება. 

ორგანიზაციაში მიმდინარე თითოეული მიმართულება მრავალფეროვანია და ხანგრძლივი ინდივიდუალური განვითარების ისტორია გააჩნია. იმისათვის, რომ სრული სურათი შეგექმნათ თითოეული საქმიანობის საჭიროების, შედეგების და მიღწევების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ თითოეული მიმართულების ინდივიდუალურ საინფორმაციო გვერდს.                                                                                                                                                                        იხილეთ ორგანიზაციის 3 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება

 

ჩვენი გუნდი პატივს სცემს თანასწორობას, ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას და გვჯერა, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ურთიერთთანამშრომლობა და სოლიდარობა ქვეყნის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ასევე, მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მათ ერთობლივ, შეთანხმებულ მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და კარგი მმართველობის მშენებლობაში.