ჩვენი საიტები
GE

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების მიმართულებით 1998 წლიდან მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან.

მიმართულების მიზანია, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათ მიმართ ნდობის გაძლიერება და ასევე, სამოქალაქო სექტორის შესაძლებლობების განვითარება ტექნიკური თუ საინფორმაციო მხარდაჭერის გზით.

 

ორგანიზაცია მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძლიერ აქტორებად ჩამოყალიბებისთვის ერთჯერადი ტრენინგი ან პროექტთან დაკავშირებული ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის. შესაბამისად, მიმართულების გუნდის მიდგომა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გრძელვადიან მუშაობას ითვალისწინებს. რაც თავის მხრივ, ხელ უწყობს აღნიშნული ორგანიზაციების პერსონალის ცოდნისა და უნარების, ასევე, ორგანიზაციული სისტემებისა და პროცედურების განვითარებას. ასეთი ტიპის მხარდაჭერა საშუალებას აძლევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეინარჩუნონ თანამშრომლები, მოიზიდონ ახალი პარტნიორები და მხადრამჭერები. 

 

მიმართულების გუნდი, დაინტერესებულ პირებს მუდმივად სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სერვისებს, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევთ გაიუმჯობესონ ორგანიზაციის მართვის სისტემა, გადაამზადონ თანამშრომლები, შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს შესაბამისი სტანდარტის მომსახურება და რაც ყველაზე მთავარია, უზრუნველყონ ორგანიზაციის ფინანსური და ინსტიტუციური მდგრადობა. 

ასევე, მიმართულების გუნდი გასცემს სიღრმისეულ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების დონის შეფასებას, განვითარების გეგმის შემუშავებას, სტრატეგიულ დაგეგმვას, სამოქმედო გეგმის შედგებას და სხვა.

როგორც ხედავთ, ორგანიზაციის სერვისები მრავალფეროვანია და ძირითადად თანხვედრაში მოდის თავად ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებისა და მიმართულებების საქმიანობასთან. შესაბამისად, CSRDG-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო თუ საკონსულტაციო აქტივობები უმეტესად მორგებულია სხვადასხვა ჯგუფების რეალურ საჭიროებებსა თუ მოთხვობნებზე.

 

მთლიანობაში ორგანიზაციამ გადაამზადა საზოგადოებრივი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი  წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელთა 92.3%-მა განაცხადა, რომ ისინი აქტიურად იყენებენ ტრენინგის შედეგად მიღებულ ცოდნასა და უნარებს.

იხილეთ მიმართულების ტრენინგები და კონსულტაციები

 

მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა

მიღწევები და შესაძლებლობები

1995

წლიდან სამოქალაქო საზოგადოების განვითარაში

20000

გადამზადებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი

30

მდე სერვის მომსახურება

1000

მდე შეხვედრა

80

%-მდე ქალი

სიახლეები

team

ვაკანსიას პროექტის კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს ვაკანსიას პროექ...

23.09.2022 სრულად ნახვა
იხილეთ მეტი

საინფორმაციო რესურსები

არასახელმწიფო_დაფინანსების_მექანიზმები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება

მოსახლეობის დამოკიდებულება - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნეს კომპანიების მიმართ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარება