ჩვენი საიტები
GE

თემის განვითარება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თემის განვითარების მიმართულებით, 1998 წლიდან მუშაობს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზების და მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავების ეფექტურ გზას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განაპირობებს.

მიმართულების მიზანი, რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და სათემო ლიდერების, სამოქალაქო ორგანიზაციების თუ საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერაა.

 

შესაბამისად, პროგრამა თავისი საქმიანობის ფარგლებში, ხელს უწყობს ადგილობრივი ინიციატივების წახალისებას, სათემო ჯგუფების ფორმირებას, მათ ფინანსურ გაძლიერებას და არაფორმალურ განათლებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია წლების მანძილზე ცდილობს სათემო ორგანიზაციებსა თუ საინიციატივო ჯგუფებს შორის გააღრმავოს ქსელური კავშირები და მხარი დაუჭიროს მათ საერთო ინიციატივებს. 

 

დროთა განმავლობაში, პროგრამამ შეძლო იდეის მხარდამჭერების გაერთიანება, დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება, თემის განვითარების კუთხით რეგიონში ცოდნის და ექსპერტიზის გაღრმავება და ქსელური კავშირების შექმნა. გარდა ამისა, მრავალწლიანი გამოცდილების და დაგროვილი ექსპერტიზის გაზიარების მიზნით, მიმართულების ფარგლებში 2011 წელს შეიექმნა საინფორმაციო ვებ პორტალი - www.cdrc.ge, რომელიც დღესდღეობით, საქართველოში  თემის განვითარების რესურს ცენტრის როლს ასრულებს.

მიმართულების ძირითადი საქმიანობები

 

2014 წლიდან, თემის განვითარების მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას სათემო ჯგუფების და ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს. საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში არსებული სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებას და თემში ადგილობრივი ინიციატივების თუ პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. რათა, სწორედ ამ ჯგუფებმა და ადამიანებმა, ადგილობრივი თემის გაერთიანებით, შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა.

იხილეთ ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტები

 

მიმართულების უნიკალური ექსპერტიზა

 

საერთაშორისო ქსელები და გაერთიანებები

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მიმართულების ვებგვერდს

მიღწევები და შესაძლებლობები

1998

წლიდან თემის განვითარებისთვის

158

სათემო პროექტი დაფინანსდა 2014 წლიდან

741262

გაცემული ლარი

413000

ჯგუფების მიერ მობილიზებული თანხა

3000

საგანმანათლებლო შეხვედრა

სიახლეები

team

საგრანტო კონკურსი სათემო პროექტების მხარდასაჭერად

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურ...

29.11.2022 სრულად ნახვა
  • news image
    ინტერესის გამოხატვა მენტორი ორგანიზაციების გამოსავლენად
  • news image
    სათემო ლიდერთა ფორუმი 2022
  • news image
    რეგისტრაცია ტრენინგზე - „საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით“
იხილეთ მეტი

საინფორმაციო რესურსები

ქრაუდფანდინგის ღონისძიების გზამკვლევი

თემის განვითარება

ინფორმაცია სათემო ფონდების შესახებ

თემის განვითარება