ჩვენი საიტები
GE

1995

სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში

20000

გადამზადებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი

30

მდე სერვის მომსახურება

1000

მდე ჩატარებული შეხვედრა

80

% ქალი მონაწილე

1995 წლიდან დაგროვილი ექსპერტული ცოდნისა და წარმატებული მუშაობის 22 წლიანი გამოცდილების გაზიარების მიზნით, CSRDG-მ შექმნა სერვისების მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებსა თუ კონსულტაციებს.

მთლიანობაში CSRDG-მ გადაამზადა საზოგადოებრივი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელთა 92.3%-მა განაცხადა, რომ ისინი აქტიურად იყენებენ ტრენინგის შედეგად მიღებულ ცოდნასა და უნარებს.

 

ჩვენი ექსპერტების მიერ შემუშავებული კონსულტაციების, ტრენინგების, სემინარების პროგრამა მომზადებულია მსოფლიო ლიდერი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და დამკვიდრებული თანამედროვე თეორიებისა თუ პრაქტიკების გათვალისწინებით. შესაბამისად, ორგანიზაციის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო პროგრამა სრულად იზიარებს ზრდასრულთა სწავლებისა და არაფორმალური განათლების პრინციპებს. 

 

ორგანიზაციის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სერვისები მრავალფეროვანია და ძირითადად თანხვედრაში მოდის თავად ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებისა და მიმართულებების საქმიანობასთან. შესაბამისად, CSRDG-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო თუ საკონსულტაციო აქტივობები უმეტესად მორგებულია სხვადასხვა ჯგუფების რეალურ საჭიროებებსა თუ მოთხვობნებზე.