ჩვენი საიტები
GE

განცხადება "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონის პროექტის შესახებ

განცხადება "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონის პროექტის შესახებ

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ევროპულმა საბჭომ 12 რეკომენდაციის შესრულება მოსთხოვა. ამ რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასევე თავისუფალი მედია გარემოს შექმნას. ამ რეკომენდაციებთან სრულ წინააღმდეგობაშია "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის მიღების ინიცირება. 

კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ევროპული კანონმდებლობის პრინციპებსა და სულისკვეთებას, და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციაში დაფიქსირებული ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, მიმართულია ქვეყნის მარგინალიზაციისაკენ.

საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანაში კი მსგავსი კანონი არ მოქმედებს. 

სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსება და მათ მიერ გაწეული ხარჯები კი ისედაც სრულებით გამჭვირვალეა დაინტერესებულ პირთათვის. 

ჩვენ და ჩვენი მსგავსი ორგანიზაციები სწორედ უცხოური ქვეყნების მხარდაჭერის წყალობით მრავალი წელია ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლასა და გაძლიერებას.

ჩვენ გვჯერა, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ურთიერთთანამშრომლობა და სოლიდარობა ქვეყნის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენს მიერ დაგროვილი აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ვსაქმიანობთ ქალაქსა თუ სოფლებში,  სადაც ძალიან ბევრი მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანისა თუ ჯგუფის ცხოვრებას, მათ სასიცოცხლო გარემოს სასიკეთოდ ვცვლით.  და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და/თუ კარგი მმართველობის მშენებლობაში.

იხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს პლატფორმის განცხადება 

ამ საკითხთან დაკავშირებული ერთად თავმოყრილი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ

გაზიარება