ჩვენი საიტები
GE

აქციო სოციალური საწარმოებისთვის ინტერესების გამოხატვის კონკურსს აცხადებს

აქციო სოციალური საწარმოებისთვის ინტერესების გამოხატვის კონკურსს აცხადებს

გაფართოებისა და განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა სოციალურ საწარმოებს CSRDG-სგან და გავლენის ფონდ "აქციოსგან"

ვაცხადებთ ინტერესების გამოხატვის კონკურსს 50 000 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერის  მისაღებად

  • თუ თვლი, რომ მზად ხარ გაფართოებისთვის
  • გაქვს იდეები, როგორ განავითარო სოციალური საწარმოს საქმიანობა
  • და ამ მიზნით ეძებ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მხარდაჭერას

მაშინ გამოხატე ინტერესი 14 ოქტომბრამდე და გაზარდე შენი საწარმოს სოციალური და ეკონომიკური შედეგების მასშტაბები აქციოსა და CSRDG-ს მხარდაჭერით! 

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია

აქციო საქართველოში პირველი გავლენის ფონდია, რომლის მიზანია მომდევნო 5 წლის მანძილზე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით.

"აქციო" დაფუძნდა CSRDG-ს მიერ, ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში.

გაზიარება