ჩვენი საიტები
GE

უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

პროექტის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ორი ძირითადი მიზანი:

1. შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით;

2. ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები 

სამიზნე რეგიონებში დასაქმების ბაზრის კვლევა განხორციელდება, რომელიც გამოავლენს ადგილობრივი ბიზნესების დამოკიდებულებებს არსებული სამუშაოს მაძიებლების მიმართ, კერძოდ როგორია მათი მოთხოვნები და რამდენად შესაბამისობასია არსებულ მდგომარეობასთან.

• სამიზნე რეგიონებში დასაქმებისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს გაიუმჯობესებს 1670 -ზე მეტი ადამიანი

• სულ მცირე 300 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდება პროექტის მიმდინარეობის პერიოდში

• პროექტის 3 სამიზნე რეგიონში შეიქმნება 6 დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც სულ მცირე, 900 ადამიანს მოემსახურება

• შეიქმნება / საქმიანობას გააფართოებს 6 სოციალური საწარმო, სადაც დამატებით დასაქმდება სულ მცირე 20 ადამიანი შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული ჯგუფებიდან

• განხორციელდება 5 პარტნიორული პროექტი ბიზნეს სექტორთან, რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად

• 28 სკოლაში ჩამოყალიბდება მეწარმეობის და კარიერის განვითარების კლუბი, სადაც სულ მცირე 450 მოსწავლე გაიუმჯობესებს სამეწარმეო უნარებს და გაიღრმავებს ცოდნას სხვადასხვა პროფესიების შესახებ

• 200-მდე პედაგოგი გადამზადდება და სამიზნე სკოლებში განხორციელდება მინ. 20 სამეწარმეო უნარების განვითარების ინტეგრირებული პროექტი

• 5 პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება საჭიროებაზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების საკონსულტაციო მომსახურება

პროექტის ღირებულება: 925 255 ევრო

დონორები: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; 

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)

პარტნიორი ორგანიზაციები: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი (YPU)  და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA)

პროექტის ხანგრძლივობა: 12/10/2020 – 11/11/2023

გაზიარება