CSR/ESG შესაძლებლობებისა და საჭიროებათა ანალიზი წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მოიცავს კომპანიის საქმიანობის, პროგრამების, პოლიტიკებისა და მენეჯმენტის სისტემების ანალიზს სოციალური, გარემოსდაცვითი და კორპორაციული მართვის (ESG) კრიტერიუმების, პასუხისმგებელი ბიზნესის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის მიხედვით, ძლიერი მხარეების და ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას გაუმჯობესების მისაღწევად.
საკონსულტაციო პროცესის შედეგად მიიღებთ რეკომენდაციებს კორპორაციული პასუხისმგებლობის / ESG საკითხების კონტექსტში კომპანიის პოლიტიკების, მართვის პროცესების, პროგრამების და შედეგების გაუმჯობესებისათვის, რაც დაგეხმარებათ უკეთ გამოიყენოთ არსებული შესაძლებლობები და საკონკურენციო უპირატესობას მიაღწიოთ.