ჩვენი საიტები
GE

ESG/CSR გზამკვლევი (Roadmap)

CSR/ ESG გზამკვლევი არის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხმარება კომპანიას კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის მიმართულებით ადეკვატური მიზნების დასახვაში, დასახული მიზნების განხორციელებასა და წინსვლის მიღწევაში.

საკონსულტაციო პროცესის შედეგად დამკვეთი მიიღებს საჭიროებებზე მორგებულ და რეალურად განხორციელებად გეგმას - „გზამკვლევს“, რომელშიც გაწერილი იქნება კომპანიის მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანები პრიორიტეტული სფეროებისა და ბიზნეს მიზნების შესაბამისად, ძირითადი სამოქმედო მიმართულებები, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მექანიზმები და შედეგების გაზომვის ინდიკატორები.