,,მდგრადი განვითარების ანგარიში“(იგივე ESG ანგარიში) არის დოკუმენტი, რომელშიც კომპანია საჯაროდ აწვდის საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციას საკუთარი მიზნების, ეთიკური პრინციპების და ღირებულებების, CSR პროგრამების, მიღწეული შედეგების, მდგრადი განვითარების სამივე სფეროში - ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილის შესახებ.
საკონსულტაციო სერვისი მოიცავს კომპანიის საექსპერტო მხარდაჭერას GRI ფორმატის მიხედვით მდგრადი განვითარების ანგარიშის/ESG ანგარიშის მომზადებაში, კერძოდ კი კომპანიის გუნდთან აქტიური თანამშრომლობით ანგარიშის მომზადების მთელი პროცესის ფასილიტაციას და მხარდაჭერას ანგარიშის მომზადების თითოეულ ეტაპზე.
CSRDG 2015 წლიდან GRI-ის მხარდამჭერთა საერთაშორისო ქსელის წევრია და ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების და GRI ფორმატის დამკვიდრებას.
GRI-ის სერტიფიცირებული კონსულტანტი დაგეხმარებათ შექმნათ ეფექტური ანგარიში, სტრატეგიულად წარმართოთ კომუნიკაცია მდგრადი განვითარების საკითხებზე, უპასუხოთ ანგარიშგების საერთაშორისო ფორმატის მოთხოვნებს და მაქსიმალურად გაზარდოთ ანგარიშგების შედეგები.