ჩვენი საიტები
GE

CSRDG-ის პროექტის ფარგლებში, CSI-იმ კონფერენციას „სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ უმასპინძლა

CSRDG-ის პროექტის ფარგლებში, CSI-იმ კონფერენციას „სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ უმასპინძლა

ევროკავშირი მხარს უჭერს სოციალური მეწარმეობის პესპექტივების განვითარებას საქართველოში

ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით „სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. 

კონფერენცია მიზანად ისახავდა სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემით დაინტერესებულ მხარეებს შორის სოციალური მეწარმეობის არსებულ გარემოსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე დიალოგის წარმართვას. აღნიშნული ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიმღებებს, სოციალურ საწარმოებს, ხელშემწყობ ორგანიზაციებს და ექსპერტებს, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის მიმართულებით.

კონფერენცია გაიმართა 2024 წლის 23 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“-ში (შოთა რუსთაველის გამზირი 13, ქ. თბილისი). 

კონფერენციიამ მოიცვა შემდეგი ძირითადი თემები:

  • სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საერთაშორისო გამოცდილება; 
  • სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი რეკომენდაციები;
  • ცენტრალურ დონეზე სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის საქართველოს არსებული პრაქტიკა და პერსპექტივები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის არსებული პრაქტიკა და პერსპექტივები.   

ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილების შესახებ და აღნიშნეს სახელმწიფოს მიერ სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის პროცესში მიღწეული პოზიტიურ შედეგები. თავის მხრივ, ადგილობრივმა მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სოციალური მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის არსებულ პრაქტიკებს და გარემოს შემდგომი გაუმჯობესების  საჭიროებებს. „ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა უფრო მეტი რეფორმისა და მხარდაჭერისთვის. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია.“ - განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა, ვაჟა სალამაძემ და  ხაზი გაუსვა სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

კონფერენცია გაიმართა ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ხელმძღვანელობით. კონსორციუმის წევრები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), IMPACT EUROPE (ყოფილი EVPA) და სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო.

გაზიარება