ჩვენი საიტები
GE

საპროექტო იდეეების საგრანტო კონკურსი: „მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ“

საპროექტო იდეეების საგრანტო კონკურსი: „მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ“

CSRDG, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს „მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ“.

საგრანტო კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის/კორპორაციული მდგრადობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა, ამ გზით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის მართებული აღქმის დამკვიდრება.

გრანტი გაიცემა მედია პროდუქტების მოსამზადებლად: სტატიების ან ბლოგების ციკლი/სერია ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში; გადაცემების ან სიუჟეტების ციკლი/ სერია ან რუბრიკა  ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში (რადიო, ტელევიზია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:  საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ მედია ორგანიზაციას - ტელევიზიას, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, რადიოს, - რომელსაც აქვს ა(ა)იპი  სტატუსი; ან მედია ორგანიზაციაში დასაქმებულ ფიზიკურ პირს. 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს,  ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 5000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში. 

 

განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - საპროექტო იდეის განაცხადი;

მეორე ეტაპი - სრული საპროექტო განაცხადი. 

 

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ფიზიკურმა პირებმა საპროექტო იდეის/სრული საპროექტო განაცხადის პაკეტი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrmediagrants@gmail.com.

საპროექტო იდეის განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი, 18:00

 

საკონტაქტო პირი:

ლიზი ლეჟავა

ტელ: 595 981 000

ელ.ფოსტა: csrmediagrants@gmail.com

 

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ,  Zoom- პლატფორმის გამოყენებით შემდეგ დღეებში: 23 მაისსა და 6 ივნისს, 2023 წ. -  11:00 საათზე.

 

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/NLhX1nqunCU5X2t26

ორივე საკონსულტაციო შეხვედრის ბმული:

https://us02web.zoom.us/j/87951005050pwd=Q3NMU2p1RHEzSUowTG5HRVdhWjVIUT09

Meeting ID: 879 5100 5050

Passcode: 554871

 

გაზიარება