კომპანიაში კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის პრინციპების წარმატებული დანერგვისთვის არსებითია პროცესში ყველა რგოლის თანამშრომელთა მონაწილეობა.
ტრენინგი მიზნად ისახავს თანამშრომელთა ინფორმირებას, ცოდნის გაღრმავებასა და კომპანიის CSR პოლიტიკის განხორციელებაში მათი ჩართულობის გაზრდას.
ტრენინგ სესიების დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შეეძლებათ გამოიყენონ პასუხისმგებელი მიდგომები საკუთარ საქმიანობაში და უკეთ გააცნობიერონ კომპანიის წინაშე არსებული რისკები და შესაძლებლობები, იფიქრონ უფრო სტრატეგიულად და იყვნენ უფრო ეფექტურები.
ტრენინგი განკუთვნილია ერთი კონკრეტული კომპანიის თანამშრომელთა ჯგუფისათვის და მორგებული იქნება დამკვეთი კომპანიის საქმიანობის სფეროზე, სპეციფიკაზე, ბიზნესმიზნებსა და არსებულ CSR პროგრამებზე.
მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 1-3 დღე
ტრენინგ-კურსის შინაარსის და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.