ჩვენი საიტები
GE
CSR, ESG და კორპორაციული მდგრადობა

CSR, ESG და კორპორაციული მდგრადობა

  • 15
  • 3 დღე

CSR, ESG და კორპორაციული მდგრადობა

ტრენინგი ეხმარება მონაწილეებს მიიღონ მრავალმხრივი ინფორმაცია და გადადგან ქმედითი ნაბიჯები კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის სფეროში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ განავითარონ კომპანიის არსებული CSR/ESG პროგრამები და პოლიტიკა, შეარჩიონ სწორი მიმართულებები, გაზომონ მიღწეული შედეგები და ეფექტურად მოახდინონ პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის  კომუნიკაცია.

ტრენინგი განკუთვნილია კომპანიათა საშუალო რგოლისა და ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე

ტრენინგ-კურსის შინაარსი და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.

განხილული თემატიკა

 

  • კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის კონცეფცია
  • CSR და ფილანთროპია
  • მდგრადი განვითარების მიზნები და ბიზნესის როლი
  • CSR, ESG და მდგრადობა დღევანდელ მსოფლიოში - გლობალური ტენდენციები და ევროკავშირის პოლიტიკა; საქართველოს კონტექსტი
  • საერთაშორისო სტანდარტები კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ზეგავლენა ბიზნესსაქმიანობაზე
  • კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის შემადგენელი თემები და  განხორციელების მოდელები
  • კორპორაციული პასუხისმგებლობის/ESG საკითხების დანერგვა კომპანიაში, შედეგების და ზეგავლენის შეფასება
  • კორპორაციული პასუხისმგებლობა და ESG ჩარჩო, როგორც რისკების და შესაძლებლობების მართვის ხელოვნება
  • დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი და კომუნიკაცია კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამების შესახებ