კომპანიაში კორპორაციული პასუხისმგებლობის დასანერგად გადამწყვეტი როლი ენიჭება კომპანიის მენეჯმენტის ნებასა და ხედვებს.
სემინარი მიზნად ისახავს მიაწოდოს კომპლექსური ცოდნა კორპორაციული მდგრადობისა და ESG პრინციპების, მათი სტრატეგიული მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული გლობალური ტენდენციების შესახებ, ასევე ESG საკითხების ზეგავლენის შესახებ რისკების მართვაზე, რეგულაციებთან შესაბამისობაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზე.
სემინარი განკუთვნილია კომპანიის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის
სემინარის შინაარსის, ხანგრძლივობის და ფორმატის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, დამკვეთის საჭიროების მიხედვით.