ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს გააცნობიერონ მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეიტყობენ, თუ რატომ უნდა ჩაერთოს ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში და როგორია მისი როლი, რა კონკრეტული პროგრამების და ინიციატივების მეშვეობით შეუძლია კომპანიას წვლილი შეიტანოს გლობალური მიზნების განხორციელებაში და თავადაც ნახოს სარგებელი.
ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეები შეძლებენ დაუკავშირონ საკუთარი კომპანიის საქმიანობა და პროგრამები მდგრადი განვითარების მიზნებს, სწორად შეარჩიონ პრიორიტეტული მიზნები და მათ გარშემო ააგონ საკუთარი CSR სტრატეგია.
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიათა საშუალო რგოლისა და ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 1-2 დღე
ტრენინგ-კურსის შინაარსი და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.