ჩვენი საიტები
GE
ტრენერთა ტრენინგი

ტრენერთა ტრენინგი

  • 12
  • 5 დღე

ტრენერთა ტრენინგი

ტრენინგის მიზანია, აღჭურვოს მონაწილეები ტრენერისთვის აუცილებელი ისეთი ცოდნითა და უნარებით, როგორებიცაა ტრენინგის შემუშავება და ჩატარება, ფასილიტაციის მეთოდები, ჯგუფის დინამიკის მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მონაწილეთათვის უკუკავშირის მიწოდების უნარები.

მონაწილეები გაეცნობიან ტრენინგის ციკლის თითოეულ ეტაპს და მიიღებენ შესაბამის პრაქტიკულ გამოცდილებას. მოთხოვნის შემთხვევაში ტრენერები მონაწილეებს დაეხმარებიან ტრენინგ მოდულების შემუშავებასა და ინტერაქტიულობის უზრუნველყოფაში. მონაწილეებს, აგრეთვე, საშუალება მიეცემათ ჩაატარონ ტრენინგ სესია ჯგუფთან და მიიღონ შესაბამისი უკუკავშირი.

მონაწილეთა რაოდენობა: 8-12 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 3-7დღე

განხილული თემატიკა

  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპები
  • ტრენინგის საჭიროებათა კვლევა
  • ტრენინგის დიზაინი
  • ტრენინგის შეფასება
  • ფასილიტაციის ტექნიკები, ჯგუფის დინამიკა
  • ტრენინგ მოდულის მომზადება