თემის განვითარება
პროგრამის საქმიანობის მიზანია, საქართველოს სოფლებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება სათემო ორგანიზაციების დახმარებითა და ადგილობრივი ლიდერების გაძლიერების გზით.
ჩვენ შესახებ
1995 წელს, ქართული საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნება, თუმცა თვლიდნენ, რომ სწორედ ამ ფორმით არის შესაძლებელი მოსახლეობისთვის სასარგებლო საქმიანობის გაწევა. ამ იდეით, 1995 წლის ივლისში, დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG).
გუნდი
“ერთად შეკრება დასაწყისია, ერთიანობის შენარჩუნება არის პროგრესი; ერთად მუშაობა უკვე წარმატებაა.”
ჰენრი ფორდი
პროგრამები
პროგრამის საქმიანობის მიზანია, საქართველოს სოფლებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება სათემო ორგანიზაციების დახმარებითა და ადგილობრივი ლიდერების გაძლიერების გზით.
პროგრამის საქმიანობის მიზანია, ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე.
პროგრამის საქმიანობის მიზანია, ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისაგმი (CSR) ცნობიერების ამაღლება და თემით დაინტერესებული პირებისთვის ექსპერტიზის ხელმისაწვდომობა.
პროგრამის საქმიანობის მიზანია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა.
პროგრამის საქმიანობის მიზანია, რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგსა და ადვოკატირებაში.
პროგრამის საქმიანობის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება, ცნობადობის ამაღლება და საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის გაძლიერება.
პროგრამის საქმიანობის მიზანია, ადგილობრივ აქტივისტთა ჯგუფების მხარდაჭერის გზით, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და სამოქალაქო კულტურის ფორმირება.
ჩვენი მიღწევები
მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების შედეგად, დავიმკვიდრეთ ძლიერი კვლევითი, ექსპერტული, ასევე სანდო პარტნიორისა და საზოგადოების განვითარებაზე მიმართული საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი.
გრანტების ბაზა
ორგანიზაცია 1998 წლიდან, არსებული მიმართულებების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, გასცემს გრანტებს. ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს ჩვენს საქმიანობას 2014 წლიდან.