აღმოსავლეთ ევროპის ქსელი სამოქალაქო განათლებისათვის (EENCE) – სამიტი 2019

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

აღმოსავლეთ ევროპის ქსელი სამოქალაქო განათლებისათვის (EENCE) – სამიტი 2019

აღმოსავლეთ ევროპის ქსელი სამოქალაქო განათლებისათვის (Eastern European Network for Citizenship Education – EENCE) 2019 წლის 4-6 ოქტომბერს, ქ. ბათუმში (საქართველო), მართავს პირველ მასშტაბურ საერთაშორისო სამიტს EENCE Summit 2019 .

სამიტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის ხელშეწყობას, ამ მხრივ არსებული ეკოსისტემის განვითარებასა და კავშირურთიერთობების გაღრმავებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

სამიტი იმართება აღმოსავლეთ ევროპისა ქსელის – სამოქალაქო განათლებისათვის EENCE წევრი 10 ორგანიზაციის კონსორციუმის ორგანიზებით. სამიტის ორგანიზებას კოორდინირებას გაუწევს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“.

ქსელის მხარდაჭერას ახორციელებს გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინიტრო და გერმანიის სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტო (bpb).

სამიტის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისათვის:

კონკურსი ფიზიკური პირებისათვის

დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგნინონ განაცხადი აღმოსავლეთ ევროპის ქსელის პირველი სამიტის ფარგლებში (EENCE Summit) სამუშაო ჯგუფების ფასილიტაციისათვის, სემინარის ორგანიზებისათვის, პანელ-დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ან/და სამიტზე სიტყვით გამოსვლისათვის.

EENCE Summit გაიმართება ბათუმში (საქართველო), 2019 წლის 4-6 ოქტომბერს.

განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, აკადემიკოსებს, მკვლევარებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ფორმალური და არაფორმალური განათლების სექტორიდან.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადთან დაკავშირებით რუსულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კონკურსი ორგანიზაციებისა და ექსპერტებისათვის

სამოქალაქო განათლების საკითხებზე მომუშავე საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო განათლების ექსპერტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგნინონ განაცხადი „კონკურსში სამოქალაქო განათლების საუკეთესო პრაქტიკების მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების კეთილდღეობასა და განვითარებაზე“.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია განაცხადთან დაკავშირებით რუსულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.


სამიტის სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული, უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. დამატებითი ინფორმაცია სამიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.eence.eu  


Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *