საგრანტო კონკურსი “სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა”
საგრანტო კონკურსი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის თემაზე „სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა“
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის თემაზე “სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა”.
კონკურსი ცხადდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშრისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფციის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.
კონკურსის ამოცანაა, სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად განხორციელებული ინიციატივების მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტირებულ და მოქმედ რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ან მათ კოალიციებს.
წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მოწვეული ექსპერტებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:
2019 წლის 18 ივლისი 18:00 საათი
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:
დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com
დაგვირეკოთ ტელეფონზე: 032 2 39 90 19
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
Leave a Reply
Want to join the discussion?Feel free to contribute!