ტრენინგი ბიზნეს კომპანიებისათვის “სტრატეგიული ფილანტროპია”

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი ბიზნეს კომპანიებისათვის თემაზე “სტრატეგიული ფილანტროპია”

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, იწვევს ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში თემაზე “სტრატეგიული ფილანტროპია”.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ქართულ კომპანიებს თავიანთი ფილანტროპიული პროგრამების დახვეწასა და სტრატეგიული მიდგომების განვითარებაში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ მიაღწიონ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს როგორც საზოგადოებისათვის, ასევე საკუთარი ბიზნესისთვის.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რას ნიშნავს სტრატეგიული ფილანტროპია ?
  • რა დადებით შედეგებს მოუტანს სტრატეგიული ფილანტროპია როგორც ბიზნესს, ასევე საზოგადოებას ?
  • რას ნიშნავს სოციალური ზეგავლენა და როგორ შეიძლება გაიზომოს ფილანტროპიული პროგრამების სოციალური ზეგავლენა?
  • კომპანიის საქველმოქმედო და ფილანტროპიული აქტივობების სტრატეგიული დაგეგმვა:

1. როგორ უნდა განსაზღვროს კომპანიის ფილანტროპული საქმიანობის სამოქმედო არეალი ?

2. როგორ უნდა დაიგეგმოს ფილანტროპიული პროგრამები, რათა მიღწეული იქნას შთამბეჭდავი შედეგები ?

3. როგორ უნდა დაუკავშიროს კომპანიამ ფილანტროპიული პროგრამები ბიზნესის მიზნებს, რათა მიიღოს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური სარგებელი ?

ტრენინგის ჩასატარებლად ორგანიზატორებმა მოიწვიეს პროფესორი და დოქტორი მაიკლ ჰოპკინსი, რომელსაც როგორც აკადემიურ, ასევე კერძო სექტორში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მაიკლ ჰოპკინსი დღემდე არის UEFA -ს კონსულტანტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. კითხულობს ლექციებს ჟენევაში, ბრიუსელში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და ამერიკაში. 2013 წელს ის დასახელდა მსოფლიოს 100 ლიდერთა შორის, ხოლო 2014 წელს დელის უნივერსიტეტმა ცხოვრებისეული მიღწევებისათვის საპატიო ჯილდო მიანიჭა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ჩაუტარებია კონსულტაცია 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან. პროფესორსა და დოქტორს მაიკ ჰოპკინს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 102 პუბლიკაცია და 15 წიგნი.

ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: ტრენინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისათვის (CSR მენეჯერის პოზიცია ან კომპანიის CSR პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი).

ადგილების რაოდენობა: 20

ჩატარების ადგილი: თვილისი (ტრენინგის ჩატარების ადგილი დაზუსტდება)

თარიღი და ხანგრძლივობა: 4 ივლისი, 9:00-18:00 (ერთი სრული დღე)

სამუშაო ენა: ინგლისური

მონაწილეობის ღირებულება: 100 ლარი. აღნიშნული სიმბოლური გადასახადი, რომელიც ტრენინგის ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს, მოხმარდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისკენ მიმართულ შემდგომ ღონისძიებებს.

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ  ბმულს .

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *