2019 წლის პროექტები
CSRDG-ს ძირითადი პროგრამა 2017-2020 წლები
პროექტის მიზანი
სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
სტრატეგიული ამოცანები
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რათა შეძლონ საკუთარი მიზნობრივი ჯგუფების ინტერესების დაცვა და მათთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება;
- სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობა გაზრდა;
- მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ეფექტური, ღია და საჭიროებებზე დაფუძნებული მმართველობის დასამყარებლად.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2017 – 2020 წელი
პროექტის დონორი
პროექტის ბიუჯეტი
- 1 232 400 ევრო
უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს
პროექტის მიზანი
პროდუქტების უსაფრთხოების დონის გაზრდა საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა
- 2019-2021 წელი
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა
- სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება უსაფრთხოების პარამეტრებზე, კერძოდ, ტანსაცმლის, ტექსტილის, ქალის აქსესუარების, კოსმეტიკის, ჰიგიენის საშუალებებისა და სურსათის.
- სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის სისტემური ხარვეზების გამოვლენა და მათი მოგვარების ადვოკატირება.
პროექტის დონორები
პროექტის ბიუჯეტი
- 506 433 ლარი
ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის
პროექტის მიზანი
ქალთა გენდერული თანასწორობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში. ასევე, სათემო ჯგუფებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის ურთიერთობების დამყარება და გაძლიერება.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2017-2020 წელი (აღნიშნული პროექტის სამი ეტაპი დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს მეოთხე ეტაპი)
პროექტის დონორი
პროექტის პარტნიორები
- ადგილობრივი კოორდინატორები
პროექტის ბიუჯეტი
- 97 000 აშშ დოლარი
ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის
პროექტის მიზანი
ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა, სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
პროექტის ამოცანა
- ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2017-2021 წელი
პროექტის დონორი
პროექტის წამყვანი ორგანიზაცია
პროექტის პარტნიორები
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი – Österreichischen Instituts für Raumplanung (ÖIR)
პროექტის ბიუჯეტი
- 112 600 ევრო
გლობალური დათბობის კამპანია - შესაძლებლობა შევცვალოთ მომავალი
პროექტის მიზანი
ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირების მიმართულებით, სკოლის მასწავლებლებში, თემის ლიდერებსა და ეკო კლუბების წარმომადგენლებში. ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაცია სამიზნე საზოგადოებებში.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2019-2020 წელი
პროექტის დონორი
პროექტის ბიუჯეტი
- 51 500 დოლარი
კოვიდ-19 პანდემიაზე რეაგირების სათემო ინიციატივები
პროექტის მიზანი
პანდემიით შექმნილი რთული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ქალთა სამეწარმეო უნარების გაძლიერებით და მათი ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2020 – 2021წელი
პროექტის დონორი
- პური მსოფლიოსთვის – Brot für die Welt(BtW)
- გაეროს განვითარების პროგრამა