ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მიმდინარე წლის 15-17 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ლაგოდეხში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ქედა ლიდერის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სტრატეგიული გეგმის ისეთი ჩარჩოს შექმნას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ორგანიზაციული განვითარების და მდგრადობის მიმართულებებს.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მეშვიდე აქტივობაა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს გაძლიერებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე რათა მოხდეს მმართველი საბჭოს ცოდნის/უნარების განვითარება და წარმატებული ფუნქციონირება.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით..

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge  

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *