Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.



მედია კონკურსში განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა(CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, 2018 წელს, საქართველოში პირველად დააფუძნა მედია კონკურსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) შესახებ – „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.

კონკურსი, რომელსაც ყოველწლიური სახე ექნება ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს ან ბლოგერს. საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე, გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს 2019 წლის 6 მაისიდან, 30 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი. კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) დააწესა სპეციალური პრიზი ორი გამარჯვებული ჟურნალისტისთვის, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით ევროპის საგამომცემლო კონგრესზე (European Publishing Congress) გაემგზავრებიან.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ ნომინაციებში:

  • სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია);
  • სატელევიზიო სიუჟეტი;
  • მულტიმედია, ვიდეო მასალა (ონლაინ მედიაში);
  • რადიო (რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა);
  • ბლოგი;

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ნოემბერი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ
სალომე თოფურიძე – CSRDG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტს – 599326555, salometopuridze@csrdg.ge

CSRDG პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2018 წლის მედია კონკურსის ფარგლებში 28 მონაწილეს შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული ტრენინგები ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.