სათემო ფონდი
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით საქართველოში სათემო ფონდების იდეის პოპულარიზაციას და მის ინიცირებას იწყებს. სათემო ფონდი მსოფლიოში, სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვიდრებული და წარმატებული მოდელია, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ამ მიზნის მისაღწევად, სხვა დაგეგმილ აქტივობებთან ერთად, გრანტებს გასცემს.
CSRDG-ის თემის განვითარების პროგრამის ინიცირებით 2021-2024 წლებში რამდენიმე სათემო ფონდი შეიქმნება. ფონდების შექმნაში ჩართულნი იქნებიან აქტიური ადამიანები, რომელთაც საკუთარ უბანში/ქალაქში სხვადასხვა გარემოსდაცვითი, ეკონომიკური თუ სოციალური სახის პრობლემების გადაჭრა სურთ.
სათემო ფონდების შექმნამდე დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანია გააცნოს ფართო საზოგადოებას ფონდების შესახებ ინფორმაცია და წარმოაჩინოს ის დადებითი გავლენა, რაც სათემო ფონდის შექმნამ შეიძლება იქონიოს.