მოწვევა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის
“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გამოხატონ ინტერესი საპარტნიორო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ
კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).