Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ვებ-საიტის შექმნის სატენდერო განცხადება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პროგრამა 2020-2023 ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას ვებ-საიტის შექმნის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ზოგადი ტექნიკური დავალება

1. უნდა შეიქმნას სრულად მოქმედი, განახლებადი ვებსაიტი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
2. www.csrdg.ge-ზე განთავსებული ინფორმაცია ახალ საიტზე უნდა გადავიდეს;
3. ვებსაიტის შექმნისას არ უნდა იყოს გამოყენებული მზა, შაბლონური ვერსიები;
4. ვებსაიტი უნდა იყოს მოქნილი დიზაინის და მომხმარებელმა უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის მოწყობილობიდან და ბრაუზერიდან ესტუმროს ვებსაიტს, ვიზუალური და შინაარსობრივი ცვლილებების გარეშე (“Cross Browsing”)
5. საიტის მომზადებისას გამოყენებული უნდა იყოს უახლესი ტექნოლოგიები – XHTML, CSS 3, PHP, MySQL, JavaScript;
6. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვებსაიტის ოპტიმიზაცია (SEO მხარდაჭერა) სხვადასხვა საძიებო სისტემებში (Google, Bing, AOL, Yahoo და სხვა);
7. ვებსაიტის ადმინისტრირების პანელი უნდა იყოს სამართავად მარტივი და სპეციფიკურ ცოდნას არ უნდა საჭიროებდეს. ადმინისტრირების პანელიდან შესაძლებელი უნდა იყოს გვერდების დამატება/რედაქტირება/წაშლა. ყველა სათაურისა და ქვესათაურის ცვლილება. გვერდის დამატებისას სასურველი „ვერსიის დამატება“;
8. ვებსაიტის სტატისტიკისთვის და ანალიზისთვის გამოყენებული უნდა იყოს Google Analytics, რომელიც დამკვეთს შემდგომში ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს საიტზე ვიზიტორების ქცევის შესახებ;
9. შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს ჩაუტაროს ტრეინინგი ვებსაიტის სრულად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით; ხოლო საიტის დამკვეთისათვის გადაცემიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა (აღმოჩენილი ხარვეზების, ე.წ. „ბაგების“ გასწორება, საიტის ტექნიკურად გამართვა).

შეთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა 21 მარტი, 18:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

ნია ჭელიძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ასისტენტი – Nia.chelidze@csrdg.ge

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.