B2B გამოფენა
პირველად საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ორგანიზებით და სოციალურ საწარმოთა ალიანსთან პარტნიორობით, 3 ნოემბერს, თბილისში სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება, ცნების პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია და მომსახურება ბიზნეს კომპანიებისთვის. ფორმატიდან გამომდინარე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათი ინტერესების შესაბამისად, შესაძლებლობა ექნებათ მოლაპარაკება აწარმოონ თითეულ სოციალურ საწარმოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე.
ღონისძიების განრიგი და პროგრამა:
ღონისძიება გაიმართება 3 ნოემბერს, 14:00-18:30 საათებში მისამართზე დავით აღმაშენებლის გამზირი #73 გარდენ ჰოლი, თბილისი, საქართველო.
14:00 _ გამოფენის გახსნა;
14:00-16:30 _ B2B შეხვედრები – შეხვედრები სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის;
16:30-17:00 _ ღონისძიების ოფიციალური გახსნა, მისალმება;
17:00-17:20 _ მუსიკალური გაფორმება – პარაორკესტრი;
17:30 _ სოციალური საწარმოების პროდუქციის გათამაშება;
18:30 _ გამოფენის დახურვა.
მონაწილე სოციალური საწარმოები
მოწვეულ კომპანიებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნონ მოწინავე ქართულ სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში. რომელთა შორისაა კორპორატიული სასაჩუქრე სუვენირები, უსაფრთხო სათამაშოები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, მისალოცი ბარათები, საბავშვო ავეჯი და სათამაშო მოედნები, ხელით დაწნული კალათები, თაფლი, სუნელები, ნატურალური წვენები, ღვინო და სხვა საინტერესო შეთავაზებები;
გაეცნონ მომსახურებებს, როგორებიცაა მაკულატურის გადამუშავება, კემპინგების ორგანიზება, მუსიკალური თერაპია, ღონისძიებების მომსახურება მუსიკალური ნომრებით და სხვა.
მონაწილე სოციალური საწარმოების და მათ პროდუქციას/სერვისს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
Leave a Reply
Want to join the discussion?Feel free to contribute!