Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

„COVID-19 პანდემიით გამოწვეული ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მიზნით“ კონკურსის შედეგები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის 2020-2023 წლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, 2020 წელის ნოემბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის.

კონკურსი მიზნად ისახავდა დახმარებოდა მოქმედ სოციალურ საწარმოებს, კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის ეფექტურად დაძლევაში, რაც გულისხმობს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, სოციალური ბიზნესის განვითარების ახალი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას, პროდუქტის ან მომსახურების დახვეწას ან ახლის შექმნას, ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას და სხვ.

კონკურსის ფარგლებში საგრანტო დაფინანსება სამმა სოციალურმა საწარმომ “ბებიას“, ბაბალე“ და „გრემი“ მიიღო.


გაგაცნობთ სოციალურ საწარმოებს და მათ მიზნებს:

ბებიას შესახებ: „ბებიას“ -ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებს. პროექტის ფარგლებში სოციალურმა საწარმომ მიზნად დაისახა გაზარდოს დასაქმებულ ბებიათა რაოდენობა, დახვეწოს მოქსოვილი ქუდების ხარისხი, გაამრავალფეროვნოს პროდუქტის დიზაინი, გამართოს ონლაინ გაყიდვების სისტემა და სცადოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

ბაბალეს შესახებ: სოციალური საწარმო „ბაბალე“ აერთიანებს 2 სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას, და სალონს, რომელშიც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები.

პროექტის ფარგლებში ბაბალე გეგმავს „ბაბალეს წინდების“, როგორც ბრენდის გატანას საერთაშორისო ონლაინ ბაზარზე, კერძოდ ბრიტანულ ამაზონზე. საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მოითხოვს გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებას, რისთვისაც, მომზადდება ახალი შეფუთვები, რომელზეც გადატანილია წინდის ინსპირაციის რეპროდუქცია და პატარა ისტორია ავტორისა თუ მემკვიდრეობის შესახებ, მომზადდება შესაბამისი ფოტო მასალა, გარდა ამისა, ბაბალეს წინდების არსებულ დიზაინებს, დაემატება ხუთი ახალი წინდა. ბრიტანულ ამაზონზე პროდუქციის განთავსებასა და გაყიდვებს კი ბაბალე ბრიტანული პარტნიორი კომპანიის დახმარებით განახორციელებს.

თემის შესახებ: სოციალური საწარმო თემი 1991 წელს დაფუძნდა, სოფელ გრემში. თემში მუდმივად დაახლოებით 100 ადამიანი ცხოვრობს, აქედან უმეტესობა – შშმ პირი, მზრუნველობამოკლებული ბავშვი, მარტოხელა დედა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირი, მარჩენლის გარეშე დარჩენილი მოხუცი და სწავლის საშუალებას მოკლებული ახალგაზრდაა.

თემს საკუთრებაში გააჩნია 23 ჰექტარი მიწა, აქვს ღორებისა და ორგანული ქათმების ფერმა; მოჰყავთ ბოსტნეული, უვლიან ხეხილის ბაღს, აცხობენ პურს; თემში ფუნქციონირებს საშემდუღებლო, ქვის და ხის დასამუშავებელი ცეხი.

თემის შემოსავლის დიდი ნაწილი „ბიო ღვინის“ წარმოებიდან და რეალიზებიდან მიღებული თანხაა. „ბიო ღვინოს“ აქვს სტანდარტიზებული სერტიფიკატი, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში. გასულ წლებში ღვინის რეალიზება ძირითადად ხდებოდა ადგილზე, ტურისტული ჯგუფების მასპინძლობისას. პროექტის ფარგლებში სოციალური საწარმო გეგმავს პროდუქციის რებრენდინგსა და ონლაინ გაყიდვების სისტემის აწყობას, გაყიდვების გაზრდას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.