Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ქრაუდფანდინგის ღონისძიებების გზამკვლევი

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) გამოსცა ქრაუდფანდინგის ღონისძიებების გზამკვლევი, რომელიც ქრაუდფანდინგის მოდელებზე და მის კონცეფციაზე აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

პუბლიკაცია ასევე მიმოიხილავს „კოლექტიური დაფინანსების“, მეორენაირად „ცოცხალი ქრაუდფანდინგის” (Live crowdfunding) ღონისძიების მოდელს. იგი ეხმარება სამოქალაქო ორგანიზაციებს და აქტივისტებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენაში. ეს არის ერთგვარი აუქციონი და იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი დამსწრე საზოგადოების წინაშე შეძლებს საკუთარი პროექტის დადებითი სოციალური თუ ეკოლოგიური კუთხით დამაჯერებლად წარმოჩენას, ის აუცილებლად მიიღებს აუდიტორიისაგან საჭირო მხარდაჭერას.

ჩამოტვირთეთ გზამკვლევის ონლაინ ვერსია

გზამკვლევი გამოიცა პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის’ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.