Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გამოსცა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის ავტორია ლელა ხოფერია.

წიგნი განკუთვნილია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებული პროფესიონალების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების ფართო აუდიტორიისათვის.

ლექსიკონში შესულია უშუალოდ კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ტერმინები და კონცეფციები, ასევე უფრო ფართო გამოყენების ტერმინები, რომლებიც მნიშვნელოვანი და არსებითია კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტშიც. თითოეულ ტერმინს ახლავს დეტალური განმარტება.

სულ ლექსიკონი შეიცავს 200-ზე მეტ სტატიას

მიჰყევით ბმულს ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის ჩამოსატვირთად

CSR ლექსიკონი შეიქმნა CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მიერ, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, ევროკავშირისა და კორნად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.