Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

CSR სპეციალისტი/პროგრამის ოფიცერი

„”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის CSR სპეციალისტი/პროგრამის ოფიცერის კანდიდატურაზე.

CSR სპეციალისტის უშუალო პასუხისმგებლობაა შემდეგი საქმიანობის განხორციელება:

    • პროგრამის დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია, ახალი პარტნიორების გამოვლენა და მოზიდვა, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზება;
    • ბიზნეს კომპანიებთან კომუნიკაცია, კომპანიებისთვის საკონსულტაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზება;
    • საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობა (კომპანიებთან კომუნიკაცია, მასალების მომზადება და დამუშავება, შეხვედრების და კონსულტაციების ორგანიზება/ჩატარება, დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა);
    • ბიზნეს საკითხებზე მომუშავე მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, მათთვის ცნობიერების ასამაღლებელი და საინფორმაციო ღონისძიებების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება;
    • CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების საკონსულტაციო პროცესის დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა (სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, მხარეებთან კომუნიკაცია, შეხვედრებისთვის მასალების მომზადება
      და ა. შ.);
    • CSR-ის საკითხებთან დაკავშირებული საგრანტო კონკურსის შემუშავება- ჩატარებაში მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

      • მაგისტრის წოდება სოციალურ ან მომიჯნავე მეცნიერებებში;
      • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
      • კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის და მდგრადი განვითარების საკითხების ცოდნა;
      • საორგანიზაციო საქმიანობის, შეხვედრებისა და მასშტაბური ღონისძიებების მოწყობის გამოცდილება;
      • ბიზნეს კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება;
      • ინგლისურის კარგი ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
      • გამართული წერის უნარი;
      • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
      • გუნდში მუშაობის გამოცდილება;
      • მრავალმხრივი ამოცანების გადაჭრის უნარი;
      • დროის მართვის უნარი;
      • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:

      • CV ინგლისურ ენაზე თანდართული ფორმატის მიხედვით;
      • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისი.

საკონტაქტო პირი: მაკა ასამბაძე – maka.asambadze@csrdg.ge

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

საბუთები გამოაგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.