Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა საქართველოს 3 რეგიონში
საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) აცხადებს საპროექტო განაცხადების კონკურსს ბიზნეს კომპანიებისთვის.

კონკურსი ცხადდება პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.

კონკურსის მიზანი:

სხვადასხვა სექტორებს (ბიზნეს კომპანიები, სამოქალაქო ორგანიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლება) შორის თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით საქართველოს სამ რეგიონში: გურია, კახეთი და ქვემო ქართლი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე ან საშუალო ზომის ბიზნეს კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მკაფიო ხედვა და მიზნები დასაქმების ახალ შესაძლებლობებთან და ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით სამიზნე რეგიონებში.
საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ბიზნეს კომპანიას ინდივიდუალურად (ან სხვა კომპანიასთან ერთად) სხვა სექტორთან (ადგილობრივი ხელისუფლება) პარტნიორობით. სამოქალაქო ორგანიზაციის მონაწილეობა აღნიშნულ ინიციატივაში იქნება დამატებითი ღირებულება პროექტისთვის.


კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის ტარდება ღია კარის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკურსი ღია იქნება დაინტერესებული კომპანიებისთვის და საპროექტო განაცხადების მიღება გაგრძელდება მაქსიმუმ 2023 წლის თებერვლის ბოლომდე.


კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ აპლიკანტებს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ საკონსულტაციო შეხვედრაზე (დეტალები იხ. სახელმძღვანელო წესებში).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას:

საპროექტო განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: apply@csrdg.ge

გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითეთ: საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.