Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილ საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევრებს აჯილდოებს

CSRDG-ის მიერ ორგანიზებული მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. გამარჯვებულები 40 მონაწილეს შორის შეირჩნენ და დაჯილდოვდნენ შემდეგ კატეგორიებში:

კონკურსის მიზანია, ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება. კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით.

დაჯილდოების ცერემონიის სტუმართა შორის იყვნენ მედია პროფესიონალები თბილისსა და საქართველოს რეგიონებიდან, საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, CSRDG აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული მედია ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე. დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორებმა 2019 წლის ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი და მედიისათვის ტრენინგების მომდევნო ციკლი დააანონსეს.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.