Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.
ეფექტური მომსახურება ქოლ-ცენტრში

ტრენინგის მიზანია, ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევისთვის საჭირო, სპეციფიკური უნარების განვითარება/გაუმჯობესება. ეფექტური მომსახურების ძირითად პრინციპებთან და სტანდარტებთან ერთად ტრენინგ პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია არავერბალური კომუნიკაციის გამოყენებაზე, სატელეფონო ზარის მართვაზე, სიჩუმის მართვასა და სატელეფონო ზარების პროფესიონალურად დასრულებაზე.
ტრენინგი განკუთვნილია ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის და ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც სატელეფონო ურთიერთობა აქვთ კლიენტებთან.
მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 1-3 დღე
ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:
- ეფექტური სატელეფონო მომსახურების სტანდარტი და პრინციპები;
- ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები;
- კლიენტის საჭიროებების დადგენა;
- ხმის მახასიათებლები;
- სატელეფონო ზარის მართვა (გადამისამართება, დალოდება);
- პოზიტიური და დამაჯერებელი ენა;
- რთულ კლიენტებთან ურთიერთობა და რთული სიტუაციების მართვა;
- სატელეფონო ზარის დასრულება.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.