Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მიმდინარე წლის 19-21 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ბათუმში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა სტრატეგიული დაგეგმვის მეორე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ქედა ლიდერის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ისახავდა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სტრატეგიული გეგმის ისეთი ჩარჩოს შექმნას, რომელიც მოიცავს ექვსი სექტორის სამუშაო გეგმას და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებას.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა მერვე აქტივობაა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს და ზოგადად ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებისთვის. პროექტის ფარგლებში, 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე რათა მოხდეს მმართველი საბჭოს ცოდნის/უნარების განვითარება და წარმატებული ფუნქციონირება.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge

საკონტაქტო პირები:
• ზურაბ ტატანაშვილი, CSRDG – პროექტის მენეჯერი, +995 598 93 52 50, ztatanashvili@csrdg.ge
• თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.